საქართველოში 2024 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 18 633 ბავშვი შეადგინა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 265 ადამიანი. 2024 წლის იანვარი-ივნისის ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების წინასწარ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს
2024 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) -3 632 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისსა (478) და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (621)
- საქართველო 18 633 დაბადება 22 265 გარდაცვალება
- თბილისი 6 901 დაბადება 6 444 გარდაცვალება
- აჭარის არ 2 369დაბადება 1 748 გარდაცვალება
- გურია 389 დაბადება 713 გარდაცვალება
- იმერეთი 2 087 დაბადება 3 599 გარდაცვალება
- კახეთი 1 374 დაბადება 2 002 გარდაცვალება
- მცხეთა-მთიანეთი 389 დაბადება 652 გარდაცვალება
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 115 დაბადება 259 გარდაცვალება
- სამეგრელო და ზემო სვანეთი 1 125 დაბადება 2 219 გარდაცვალება
- სამცხე-ჯავახეთი 593 დაბადება 879 გარდაცვალება
- ქვემო ქართლი 2 174 დაბადება 2 217 გარდაცვალება
- შიდა ქართლი 1 117 დაბადება 1 533 გარდაცვალება