ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აშშ-მა ახალი რუსული ატომური იარაღის განლაგების სავარაუდო ადგილს მიაგნო

შეერთებულმა შტატებმა ახალი რუსული ატომური იარაღის, ფრთოსანი რაკეტებისა და 9M370 Burevestnik-ის განლაგების სავარაუდო ადგილს მიაგნო – ამის შესახებ Reuters ორ ამერიკელ მკვლევარზე დაყრდნობით წერს.

გამოცემა წერს, რომ მკვლევრებმა ახალი რაკეტების განლაგების ადგილს Planet Labs-ის მიერ 26 ივლისს გადაღებული სურათების გამოყენებით მიაგნეს.

მათივე ცნობით, ობიექტი მოსკოვის ჩრდილოეთით, დაახლოებით 475 კილომეტრში მდებარეობს.

იტვირთბა....