ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მმართველი პარტია წინასაარჩევნოდ 6 000 პატიმრის გათავისუფლებას ითვალისწინებს

“ქართული ოცნება” სააარჩევნოდ მასშტაბურ ამნისტიას ამზადებს და 6000 პატიმრის გათავისუფლებას გეგმავს – “ქართულ ოცნებაში” ამ გეგმაზე საუბრისას ჰუმანურობის არგუმენტებს იშველიებენ, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები, პარალელურად, საარჩევნო კამპანიასაც ხედავენ. ოპოზიცია “ქართულ ოცნებას” პატიმრებისა და მათი ოჯახების წევრებით წინაასაარჩევნო მანიპულირებაში ადანაშაულებს.

“ხვალ და მომდევნო დღეებში ჩვენ ვიმსჯელებთ ამნისტიის კანონზე, რომელიც, საბოლოო ჯამში, შეეხება სხვადასხვა დროს და ფორმით 6 000-მდე პატიმარს, აქედან 1 000-ზე მეტი ამნისტიის კანონის ძალაში შესვლისთანავე დატოვებს საპატიმროს, ხოლო 5 000-ზე მეტი დატოვებს ეტაპობრივად, სხვადასხვა დროს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ამნისტია და, მიუხედავად ბევრი სპეკულაციებისა, ჩვენ კარგ საქმეს ვაკეთებთ და ადამიანებს მიეცემათ საშუალება რესოციალიზაციის, რაც სასჯელის დანიშვნის დროს არის გათვალისწინებული”, – თქვა მდინარაძემ.

იტვირთბა....