რუმინეთის სენატის გადაწყვეტილებით, უკრაინას პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემები გადაეცემა. ეს საკითხი ქვეყნის პარლამენტს გადაუდებელი კენჭისყრისთვის უკვე გადაეცა.
გავრცელებული ინფორმაციით, რუმინეთს უკრაინისთვის პატრიოტების სისტემები ჯერ კიდევ ივნისში უნდა გადაეცა, თუმცა პროცესის დაწყებამდე ოფიციალურმა ბუქარესტმა სისტემების მისაწოდებლად მოკავშირეებს მიმართა.
აღსანიშნავია, რომ რუმინეთს შეუძლია Patriot სისტემები მესამე პირს შემოწირულობის ხელშეკრულებით გადასცეს. ასევე თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ხარჯზე გადაცემული სისტემის შეცვლაც ქვეყნის მთავრობას ევალება.