ღაზაში ექვსი მძევლის ცხედრის აღმოჩენის შემდეგ თელ-ავივსა და ისრაელის სხვა ქალაქებში ასიათასობით ადამიანმა, ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქციები გამართა.
როგორც ცნობილია, დემონსტრაციები გაიმართა თელ ავივში, იერუსალიმსა და სხვა ქალაქებში. ადგილობრივი მედიის შეფასებით, საპროტესტო აქციებში 500 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
თელ-ავივში დაახლოებით 30 მომიტინგე დააკავეს, გარდა ამისა მომიტინგეები დააკავეს იერუსალიმში და ქვეყნის სხვა ქალაქებში.