ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ივანიშვილმა ქვეყ­ნის პატ­რი­ო­ტებს ომი გა­მო­უ­ცხა­და”- პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს

29 აპ­რილს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა სა­ო­მა­რი სი­ტყვით მოგ­ვმარ­თა, სა­კუ­თარ ხალ­ხს, ახალ­გაზ­რდო­ბა­სა და ქვეყ­ნის პატ­რი­ო­ტებს ომი გა­მო­უ­ცხა­და ქვეყ­ნის შიგ­ნით, გა­რეთ კი ჩვენს ერ­თგულ პარტნი­ო­რებს, – ამის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მან ყვე­ლას ცალ- ცალ­კე და ყვე­ლას ერ­თად მო­ღა­ლა­ტე­ო­ბა და­აბ­რა­ლა.

„მა­შინ დავ­დე­ქით უპი­რო­ბოდ ჩვე­ნი მო­მავ­ლის გზა­სა­ყარ­ზე და სა­სი­ცო­ცხლო არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე. ან იქ­ნე­ბა ევ­რო­პუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, თა­ვი­სუ­ფა­ლი და ღირ­სე­უ­ლი მო­მა­ვა­ლი, ან დაბ­რუნ­დე­ბა წარ­სულ­ში ჩა­ძირ­ვა – რუ­სე­თის მარ­წუ­ხებ­ში, რო­მე­ლიც დღი­თი­დღე სა­კუ­თარ სი­სას­ტი­კეს და და­უნ­დობ­ლო­ბას ამ­ჟღავ­ნებს. არ­ჩე­ვა­ნია, მარ­თლაც რუ­სუ­ლი და­უნ­დობ­ლო­ბი­სა და ქარ­თულ სა­უ­კუ­ნო­ვან შემ­წყნა­რებ­ლო­ბას შო­რის. ყო­ველ­დღი­უ­რად სა­ქარ­თვე­ლო მა­გა­ლითს იძ­ლე­ვა ამ შემ­წყნა­რებ­ლო­ბის, თუნ­დაც რუსი ტუ­რის­ტე­ბის წი­ნა­შე. არ­ჩე­ვა­ნია რე­ვან­შიზმსა და უნ­დობ­ლო­ბა­სა და სა­სა­მარ­თლო­თი და­ცუ­ლი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს შო­რის.

მცხე­თი­დან სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია გა­იხ­სნა, [„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“] სა­კუ­თარ ხალ­ხს გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დაჰ­პირ­და შუ­რის­ძი­ე­ბას, შე­ვიწ­რო­ე­ბას, სხვა აზ­რის მქო­ნე ადა­მი­ან­თა დევ­ნას, თა­ვი­სუ­ფა­ლი პრო­ტეს­ტის შე­ზღუდ­ვას, პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის აკ­რძალ­ვას. მოკ­ლედ რომ ვთქვათ, დაგვპირ­დნენ ერ­თპარ­ტი­ულ და ერ­თპი­როვ­ნულ დიქ­ტა­ტუ­რას, დაგ­ვი­ხა­ტეს სა­მო­მავ­ლო სა­ქარ­თვე­ლო, სა­დაც ერთ მუჭა ადა­მი­ა­ნებს ექ­ნე­ბათ ყვე­ლა უფ­ლე­ბა, სხვებს კი რაღა დარ­ჩე­ბათ, ქვეყ­ნი­დან წას­ვლის უფ­ლე­ბა?

არ­ჩე­ვა­ნი გვექ­ნე­ბა რუ­სე­თის მო­ნო­ბა­სა და ევ­რო­პას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას შო­რის. რუ­სეთ­თან უღირ­სი კომ­პრო­მი­სე­ბი­სა და რე­ა­ლუ­რად სუ­ლის გა­ყიდ­ვის ფა­სად და­მორ­ჩი­ლე­ბა თუ ევ­რო­პა­ში თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ან ქვეყ­ნად წარ­დგე­ნა და იქ ჩვე­ნი სა­ხე­ლის, მი­წის, ის­ტო­რი­ი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­ტა­ნა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­თა­ნა­დო წარ­დგე­ნა, თა­ვი­სუ­ფალ მშვი­დო­ბი­ან გა­რე­მო­სა და სამ­ყა­რო­ში!

ეს არ­ჩევ­ნე­ბი მე­ო­რედ არ დაგ­ვიდ­გე­ბა. ეს არ­ჩევ­ნე­ბი საკ­მა­ოდ რთულ პი­რო­ბებ­ში ჩა­ტარ­დე­ბა! უკვე გვეს­მის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყვე­ლა დო­ნე­ზე გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი მუ­ქა­რა, გვა­ში­ნე­ბენ ხან კა­ნო­ნით, მახ­ვი­ლით, და­ჭე­რე­ბით, თუმ­ცა ეს არა­ფერს ნიშ­ნავს, რა­მე­თუ არ არ­სე­ბობს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ წავა და გა­ი­მარ­ჯვებს, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ყვე­ლა გა­ი­აზ­რებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბა სრუ­ლად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, მა­შინ ხმე­ბიც, სტა­ბი­ლუ­რო­ბაც და მო­მა­ვა­ლიც სრუ­ლი­ად და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა“, – გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

იტვირთბა....