“უკრაინას ახლა საჰაერო თავდაცვა სჭირდება. მე განვიხილავ ამას ხუთშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე”, – ასე გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი რუსეთის უკრაინაზე ფართომასშტაბიან საჰაერო შეტევას და ამის შესახებსოციალურ ქსელში დაწერა.
“რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესია მასიური თავდასხმებით გააძლიერა, მან შეუტია სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მათ შორის ჰიდროელექტროსადგურებს და გამოიწვია მსხვერპლი. უკრაინას ახლა საჰაერო თავდაცვა სჭირდება. მე განვიხილავ ამას ხუთშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე”, – წერს სოციალურ ქსელში ჯოზეფ ბორელი.