ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსეთმა უკრაინაზე ყველაზე მასიური საჰაერო იერიში მიიტანა – უკრაინა ამბობს, რომ 102 რაკეტა და 99 დრონი გაანადგურა

უკრაინის საჰაერო ძალების გენერალ-ლეიტენანტ ნიკოლაი ოლეშცუკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული საჰაერო განგაში, რუსეთიდან უკრაინაში 236 საჰაერო თავდასხმის იარაღით შეტევამ გამოიწვია. აქედან 102 რაკეტა და 99 უპილოტო საფრენი აპარატი, უკრაინამ მოიგერია.

ოკუპანტებმა გამოიყენეს:

  • აერობალისტიკური  X-47M2 ტიპის რაკეტა;
  • 6 ისკანდერის ტიპის ბალისტიკური რაკეტა;
  • 77 ერთეული X-101 ტიპის ფრთოსანი რაკეტა;
  • 28 კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტა;
  • 3 ფრთოსანი რაკეტა X-22;
  • 10 მართვადი საავიაციო რაკეტა X-59/X-69;
  • 109 შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი.

“იერიშის მოსაგერიებლად გამოყენებული იქნა ავიაცია, საზენიტო ჯარები, უკრაინის შეიარაღებული ძალების მობილური ჯგუფები, რადიოელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფები. სულ განადგურებულია 201 საჰაერო ობიექტი, აქედან 102 რაკეტა და 99 დრონი”, – წერს საჰაერო ძალების მეთაური მიკოლაი ოლეშუკი.

შეგახსენებთ, უკრაინული მედიის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, 26 აგვისტოს თავდასხმა ყველაზე მასიური რუსული საჰაერო იერიშია. ც

იტვირთბა....