ირანის გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, მოჰამად ბაღერიმ განაცხადა, რომ ირანის პასუხი ისრაელის მიერ „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობაზე გარდაუვალია.
„ირანი [თავად] გადაწყვეტს, როგორ და როდის იძიოს შური. წინააღმდეგობის ღერძი შურს იძიებს ისმაილ ჰანიეს მკვლელობაზე. ის, რაც გუშინ ვიხილეთ [„ჰეზბოლას“ თავდასხმა ისრაელზე] შურისძიების ნაწილია“, – აღნიშნა ირანის გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა.