გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი გერმანიიდან დეპორტაციის პირობების გამკაცრებას აანონსებს. ამის შესახებ მან ქალაქ ზოლინგენის ფესტივალზე მომხდარი თავდასხმის ადგილას ჩასვლისას განაცხადა.
“ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, ყველა იმ ადამიანის დეპორტაციისა და სამშობლოში დაბრუნებისთვის, ვისაც გერმანიაში დარჩენა აღარ შეუძლია და არც დარჩენის უფლება აქვს. ეს ტერორიზმია, ტერორიზმი თითოეული ჩვენგანის წინააღმდეგ”, – თქვა გერმანიის კანცლერმა.
ცნობისთვის, 25 აგვისტოს გერმანიაში, ქალაქ ზოლინგენის დაარსების 650 წლისთავის ფესტივალზე მომხდარ დანით თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.