საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ვიდეომიმართვაშია ნათქვამი, რომლითაც ის უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მთელი გულით და ქართველი ხალხის სახელით, მინდა, მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე! მინდა, გისურვოთ თქვენი მიზნისაკენ წინსვლა, რაც ასევე ჩვენი საერთო მიზანია – თქვენი ქვეყნის ოკუპაციისგან გათავისუფლება, მშვიდობის აღდგენა, თქვენი ქვეყნის სრული სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ესაა ჩემი სურვილი თქვენი ქვეყნისათვის, ესაა ჩემი სურვილი ჩემი ქვეყნისათვის და ესაა ჩემი სურვილი ორივე ქვეყნის ევროპული მომავლისათვის!“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში.