ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მსახიობი მაიკლ მედსენი ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

ლოს-ანჯელესის ოლქის შერიფის დეპარტამენტის ინფორმაციით, ამერიკელი მსახიობი მაიკლ მედსენი ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

შერიფის დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მალიბუში, შუაღამით, ოჯახური ძალადობის ინციდენტი დაფიქსირდა, რაზეც პოლიციამ შესაბამისი რეაგირება მოახდინა.

პოლიციის ინფორმაციით, ქალმა განაცხადა, რომ ქმარმა მას ხელი ჰკრა და სახლიდან გააგდო.

მედსენი, რომელმაც კვენტინ ტარანტინოს ფილმებში: Reservoir Dogs და Kill Bill: Volume 2-ში ითამაშა, პატიმრობიდან 20 ათასი დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 66 წლის მამაკაცს აღნიშნულ საკითხზე საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია.

“ეს იყო მაიკლსა და მის ცოლს შორის მომხდარი უთანხმოება, რომელიც იმედია, მალევე, დადებითად გადაწყდება“, – განაცხადა მსახიობის წარმომადგენელმა მედიასთან.

იტვირთბა....