ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებში ისრაელი შტატების წინადადებას დათანხმდა – რას გულისხმობს აშშ-ის გეგმა

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებზე, ისრაელი შტატების წინადადებას დათანხმდა.

ამერიკული გეგმის მიხედვით, კონფლიქტის ზონაში უნდა შეწყდეს ცეცხლი, მოქალაქეებისთვის შეიქმნას ჰუმანიტარული ზონა, “ჰამასმა” კი მძევლები გაათავისუფლოს. პარალელურად, უნდა გაგრძელდეს დიალოგი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და ისრაელის პრემიერი სამი საათის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა საუბრობდნენ. ბლინკენმა “ჰამასს” მოლაპარაკებებში ჩართვისკენ მოუწოდა, პასუხად ტერორისტულმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ ამ დიალოგის მიზანი ისრაელისთვის დროის მოგება და გენოციდის გახანგრძლივებაა.

“პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ ძალიან კონსტრუქციული შეხვედრისას დამიდასტურა, რომ ისრაელმა მოლაპარაკებების წინადადება მიიღო, რომ ის შეთანხმების მიღწევას მხარს უჭერს. ახლა “ჰამასმა” იგივე უნდა გააკეთოს. შემდეგ მხარეებმა მომლაპარაკებლების ხელშეწყობით პროცესი უნდა დაასრულონ. ზუსტად უნდა შეასრულონ ის, რაც ვალდებულებით იქნება განსაზღვრული. ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ მკაფიოდ განვსაზღვროთ როგორ აპირებენ მხარეები საკუთარი ვალდებულებების შესრულებას,” – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

იტვირთბა....