ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

Georgian Airways-ი ფრენებს თბილისი-ნოვოსიბირსკს შორისაც იწყებს

მორიგი რეისი რუსეთისკენ – Georgian Airways-ის თბილისსა და ნოვოსიბირსკს შორის პირდაპირ ფრენებს იწყებს. „ტოლმაჩოვის აეროპორტის“ ვებგვერდზე  განთავსებული ინფორმაციით, Georgian Airways ფრენებს 28 სექტემბრიდან დაიწყებს და რეისები კვირაში ორჯერ – სამშაბათს და შაბათს შესრულდება. ბილეთების ფასი ჯერ არ სახელდება.

ცნობისთვის, ამჟამად საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი რეისები სრულდება მოსკოვიდან, ჩელიაბინსკიდან, სამარადან, სოჭიდან, ეკატერინბურგიდან და რუსეთის სხვა ქალაქებიდან.

იტვირთბა....