შსს-ს ცნობით, ნარკოდანაშაულისთვის 19 პირი დააკავეს, მათ შორის 6 ნარკორეალიზატორია. დაკავებულები არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
“დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღების, გასაღების მცდელობისა და გასაღების მომზადების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1991 წელს დაბადებული თ.ა., 1964 წელს დაბადებული გ.გ., წარსულში ნასამართლევები 1983 წელს დაბადებული მ.ჯ. და 1975 წელს დაბადებული კ.კ., ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1997 წელს დაბადებული შ.ე. და 1989 წელს დაბადებული ი.შ.
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერებების და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1988 წელს დაბადებული ბ.ი., 1976 წელს დაბადებული ლ.ნ., 2001 წელს დაბადებული კ.კ., 2001 წელს დაბადებული მ.ს. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1983 წელს დაბადებული მ.ვ., 1991 წელს დაბადებული ი.ბ., 1984 წელს დაბადებული ლ.მ., ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 2001 წელს დაბადებული მ.მ.; 1980 წელს დაბადებული ო.კ.; 1999 წელს დაბადებული ე. ა., 1992 წელს დაბადებული ა.ხ., 2003 წელს დაბადებული ნ.მ., 1990 წელს დაბადებული ჰ.ჩ.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „მდმა“, „პრეგაბალინი“, „მეტადონი“, „ალფა პვპ“, „ბუპრენორფინი“, “მეპამფეტამინი”,„მარიხუანა“ და „ლირიკა“ ამოიღეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად არის ამოღებული სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 265-ე, 18-260-ე, 19-260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.” აცხადებს შსს.