ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვაკონტროლებთ რუსეთის ტერიტორიის 1250 კვ.კმ-ზე მეტს და 92 დასახლებას – ზელენსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის ტერიტორიის 1250 კვადრატულ კილომეტრზე მეტს და 92 დასახლებას აკონტროლებენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუბრობს. ის ქვეყნის მოკავშირეებს მოუწოდებს, დასავლური იარაღით რუსეთის სიღრმეში დარტყმები დასაშვები გახადონ.

„რამდენიმე თვის წინ რომ გაეგოთ, რომ კურსკის ოლქში მიმდინარე ოპერაციის მსგავს ოპერაციას ვგეგმავდით, ბევრი ადამიანი იტყოდა, რომ ეს არარეალური იყო და ყველაზე წითელ ხაზს კვეთდა იმ წითელ ხაზებს შორის, რომელიც რუსეთს აქვს. რუსეთის ე.წ. წითელი ხაზების ყველა ცნება ამ დღეებში სადღაც სუჯას მახლობლად დაინგრა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

იტვირთბა....