გერმანიამ უკრაინას IRIS-T ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემა გადასცა, – ინფორმაციას გერმანიის მთავრობა ავრცელებს. როგორც ირკვევა, აღნიშნული სისტემა მოკლე სიშორეზე მოქმედია.
აღსანიშნავია, რომ გადაცემულ ახალ პაკეტში წყლის დრონები, ფეთქებადი ობიექტების გასანეიტრალებელი საშუალებები და პირველადი დახმარების ნაკრებიცაა.
- IRIS-T SLS ტიპის მოკლე სიშორეზე მოქმედი საზენიტო სარაკეტო სისტემა;
- 14 ათასი 155 მმ საბრძოლო საბრძოლო მასალა;
- 10 წყლის ზედაპირის დრონი;
- 26 სადაზვერვო VECTOR ტიპის დრონი სათადარიგო ნაწილებით;
- ფეთქებადი ობიექტების გასანეიტრალებლად საშუალებები;
- 6 მაღალმოძრავი საინჟინრო ესკავატორი;
- ჯავშანტექნიკა Bergepanzer 2 სათადარიგო ნაწილებით;
- 55 ათასი პირველადი დახმარების ნაკრები;
- 700 ცალი MK 556 თოფი;
- 10 მაღალი სიზუსტის HLR 338 თოფი საბრძოლო მასალებით;
- 50 ცალი CR 308 ტიპის თოფი.