ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დახმარების, ასევე სხვისი ნივთების დაზიანების და განადგურების ფაქტებზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა – განცხადებას პროკურატურა ავრცელებს:
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დახმარების, ასევე სხვისი ნივთების დაზიანების და განადგურების ფაქტებზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვარგარეთ მყოფ პირს მარნეულის მუნიციპალიტეტში დიდი ოდენობით თანხების გამოძალვაში ეხმარებოდნენ, რა დროსაც დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობის და ნივთების განადგურების მუქარით დიდი ოდენობით თანხების გადახდა მოსთხოვეს, უარის მიღების შემდეგ კი სხვადასხვა სახის ქონება დაუზიანეს და გაუნადგურეს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, – წერს პროკურატურა