ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოთარ ფარცხალაძე საქართველოშია – რა ინფორმაცია ვრცელდება

გამოცემა “სოვას” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის მიერ რუსული “ეფ ეს ბეს” აგენტად გამოცხადებული ყოფილი გენერალური პროკურორი ორ თანმხლებ პირთან ერთად საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან მდებარე ერთ-ერთ კაფეში დააფიქსირეს.

მმართელიგუნდის წარმომადგენლები დაზუსტებით ვერ ამბობენ, თუ რა მიზნით ჩამოვიდა შტატების მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძე საქართველოში.

“წარმოდგენა არ მაქვს, არის თუ არა თბილისში. მითუმეტეს არ მაქვს მიზანთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია. ვერ ვხედავ იმ სამართლებრივ მიზეზსაც, რატომ არ უნდა იყოს ის თბილისში. არანაირი, მათ შორის, სტრატეგიულ პარტნიორს არ მოუყვანია ფაქტი, მტკიცებულება ამისა, რომ მე როგორც პარლამენტის წევრმა ვიხელმძღვანელო. მე ხომ არ ვარ წყაროსთან ჩამომჯდარი ასაკოვანი ადამიანი, რომელიც ნებიერ ჭორს განიხილავს და მერე ამას განავრცობს. მე მჭირდება, როგორც პარლამენტის წევრს ხელშესახები მტკიცებულება, რათა მე ან დადებითად განვეწყო, ან უარყოფითად. ასეთი ჰიპოთეზა აქვს ”ნაციონალურ მოძრაობას”, რომ კრემლს ჩვენგან რამის დავალება უნდა და კონვერტში ჩადებული წერილით გამოუშვა კონკრეტული ადამიანი, სასაცილოები არიან. ბუზიდან სპილოს გაბერვას უფრო წააგავს ეს პროცესი” – ამბობს ოდიშარია.

იტვირთბა....