ვლადიმერ პუტინი და ილჰამ ალიევი ბაქოში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების დარეგულირების საკითხს განიხილავენ.
რუსეთის პრეზიდენტმა აზერბაჯანელ კოლეგას ბაქოში მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ვიზიტზე დიდი ხანია შეთანხმდნენ.
“უპირველეს ყოვლისა, მადლობა მოწვევისთვის, ჩვენ დიდი ხანია შევთანხმდით ამ ვიზიტზე და მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ბაქოში“ – განაცხადა პუტინმა.
რუსული მედია ვიზიტთან დაკავშირებულ მასალებზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტები განიხილავენ მოსაზრებებს რეგიონული და საერთაშორისო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე.