ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“კურსკის რეგიონში უკრაინის ოპერაციამ შეიძლება, შეცვალოს ომის მიმდინარეობა” – სენატორი მარკ კელი

“კურსკის რეგიონში უკრაინის ოპერაციამ შეიძლება, შეცვალოს ომის მიმდინარეობა” – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ამერიკელმა დემოკრატმა სენატორმა, მარკ კელიმ „სიებისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

“130 ათასი რუსი იძულებული გახდა, დაეტოვებინა სახლები და ამ ეტაპზე, ვფიქრობ, უკრაინელებმა გააკეთეს რაღაც არაპროგნოზირებადი, რამაც შეიძლება, რეალურად შეცვალოს ამ კონფლიქტის მიმდინარეობა. უკრაინელებს ვლადიმერ პუტინი უკანონოდ დაესხა თავს. მიზანმიმართულად კლავს ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს. აი ეს იყო უკანონო შეჭრა. არ მგონია, რომ უკრაინელებს რუსეთის ტერიტორიის დიდი ხნის განმავლობაში დაკავება სურთ, მაგრამ ეს ნამდვილად შოკისმომგვრელი იყო პუტინისთვის“ – განაცხადა მარკ კელიმ.

იტვირთბა....