ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თელ ავივში ჩავიდა. ინფორმაციას “როიტერი“ ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ვიზიტის მიზანია ისრაელზე დიპლომატიური ზეწოლის გაძლიერება, რათა მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.
ხვალ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელელ მაღალჩინოსნებთან გამართავს შეხვედრას, მათ შორის ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან.
მედიის ინფორმაციით, ისრაელში ვიზიტის შემდეგ ბლინკენი ეგვიპტეში გაემგზავრება. მიმდინარე კვირაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები კაიროში გაიმართება.