“პარტნიორებს ვთხოვთ, იარაღის მოწოდება დააჩქარონ, ომს შვებულება არ აქვს” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“საჭიროა მოწოდების დაჩქარება ჩვენი პარტნიორებისგან. ძალიან გთხოვთ. ომს არ აქვს შვებულება. საჭიროა გადაწყვეტილებები, დროული ლოჯისტიკა გამოცხადებული პაკეტებისთვის. განსაკუთრებით მივმართავ შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს“ – აღნიშნა ზელენსკიმ.