თურქეთში, ქალაქ იზმირის მიმდებარედ არსებული ძლიერი ტყის ხანძრის გამო 900-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. იზმირს პროვინციაში ხანძარი სხვადასხვა კერაზე 1600 ჰექტარის ფართობზე არის მოდებული.
კიდევ ექვსი ხანძარი კვლავ მძვინვარებს თურქეთის სხვა ქალაქების ტყეებში, მათ შორის ჩრდილო-დასავლეთ ბოლუსა და აიდინში. Anadolu Agency-ის ცნობით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 300-ზე მეტი სხვადასხვა სახის
ხანძრის გავრცელების გამო ცხოველთა თავშესაფრის ევაკუაციაც გახდა საჭირო, ხოლო ცეცხლმოკიდებული ტყეების კვამლმა დააზარალა ქალაქის რამდენიმე ნაწილი, მათ შორის ბაირაკლისა და ციგლის რაიონები.