კურსკის ოლქის გლუშკოვსკის რაიონის სოფელ ზვანნოეში მდინარე სეიმზე კიდევ ერთი ხიდის დაზიანების შესახებ ინფორმაციას რუსული და უკრაინული ტელეგრამ-არხები ავრცელებენ. გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, რომ ზვანნოის ხიდზე საკმაო მოცულობის ხვრელია.
მდინარე სეიმზე გამავალი ხიდები მნიშვნელოვან საკომუნიკაციო ობიექტებს წარმოადგენენ რუსეთის ჯარებისთვის, რომლებიც იცავენ სასაზღვრო ზონას.
“ამგვარად, გლუშკოვსკის რაიონში დარჩა მხოლოდ ერთი ხიდი სოფელ კარიჟში, რომლის აშკარა გარდაუვალი განადგურების შემდეგ, რუსეთის შეიარაღებული ძალების ჯგუფის მიწოდება, რომელიც იცავს ტერიტორიას (კერძოდ, სასაზღვრო ტეტკინოს) დააწვება პონტონებს და ნავებს. თუმცა, მტრის მხრიდან სერიოზული ზეწოლის შემთხვევაში, ასეთი მიწოდების მარშრუტები შეიძლება არ იყოს საკმარისი,” – წერს რუსული ტელეგრამის არხი “სამხედრო ინფორმატორი“.
იმავე დღეს, როდესაც გაჩნდა ინფორმაცია გლუშკოვოში ხიდის ნგრევის შესახებ, Reuters-ის ჟურნალისტებმა სატელიტურ სურათებზე შენიშნეს რაღაც ახალი ხიდის მსგავსი. ვარაუდობენ რომ ეს არის პონტონური გადასასვლელი, რომელიც ძველი ხიდიდან დაახლოებით 2 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.