ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მთავრობის ადმინისტრაციამ კულტურის სამინისტროს Black Sea Arena-ს მართვის უფლება ჩამოართვა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ კულტურის სამინისტროს ჩამოართვა საკონცერტო დარბაზ Black Sea Arena-ს აქტივები და მართვის უფლება – შესაბამისი განკარგულება მთავრობის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული აქტივი და მისი მართვის უფლება მთავრობის ადმინისტრაციაზე გადავიდა.

 

Black Sea Arena უკვე მეორე წელია სუბსიდირებული კონცერტების პროექტ Starring Georgia-ს ახორციელებს, შესაბამისად აღნიშნულ პროგრამაზე ზედამხედველობას ახლა კულტურის სამინისტროს ნაცვლად მთავრობის ადმინისტრაცია განახორციელებს. Starring Georgia-ს ბიუჯეტი 70 მილიონ ლარს შეადგენს.

2023 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, კონცერტების პროგრამა ზარალიანი იყო, რადგანაც მათი ორგანიზება 37 მილიონი ლარი დაჯდა, ხოლო ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი 15 მილიონი ლარი, სპონსორობის შემოსავალი კი 3 მილიონი ლარი იყო. შესაბამისად, სახელმწიფო კომპანამ ჩადებული თანხის ნახევარის ამოღებაც ვერ შეძლო. ამ თანხით გასულ წელს ბრუნო მარსის, Imagine Dragons-ისა და The Killers-ის კონცერტები გაიმართა. 2024 წლის 31 მაისს კი სუბსიდირებული კონცერტების პროგრამის ფარგლებში Scorpions-ის კონცერტი გაიმართა.

Black Sea Arena-ს 2022 წლის 16 მაისამდე ეკონომიკის სამინისტრო მართავდა, მაშინ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობამ მისი აქტივები და მართვის უფლება კულტურის სამინისტროს გადასცა.

საქართველოს მთავრობამ კულტურის სამინისტროს თბილისის საკონცერტო დარბაზის აქტივები და მისი მართვის უფლებაც ჩამოართვა.

იტვირთბა....