ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კანონი დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას ემუქრება… ამან შესაძლოა, ქართველ ხალხს EU-ს წევრობა წაართვას” – სენატორი კარდინი

“[რუსული] კანონი დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას ემუქრება… ამან შესაძლოა, ქართველ ხალხს EU-ს წევრობა წაართვას”, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი X-ზე წერს.

“ვწუხვარ, რომ საქართველოში უცხოელი აგენტების კანონი დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას ემუქრება… შესაძლოა, ქართველ ხალხს ევროკავშირის წევრობა წაართვას, რაც მძიმე შეცდომა იქნება. ძალიან დაგვიანებული არ არის, რომ საქართველოს პარლამენტმა გეზი შეიცვალოს”, – დაწერა კარდინმა.

იტვირთბა....