ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

მედია: “ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები კატარში დღეს განახლდება”

ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები კატარის დედაქალაქ დოჰაში დღეს განახლდება, – ინფორმაციას Reuters-ი კატარელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

დოჰაში გამართულ დისკუსიებთან დაკავშირებით ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ვინაობის გასაჯაროება არ ისურვა, Reuters-ს განუცხადა, რომ ხუთშაბათს გამართული მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო.

მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმაც.

„ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაოა. დარჩენილი დაბრკოლებების გადალახვა შესაძლებელია და ეს პროცესი დასასრულამდე უნდა მივიყვანოთ“, – განუცხადა კირბიმ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების ახალი კატარის დედაქალაქ დოჰაში გუშინ დაიწყო. ამერიკელ და ეგვიპტელ კოლეგებთან და კატარის პრემიერ-მინისტრთან ერთად დახურულ კარს მიღმა გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობა „მოსადის“ დირექტორმა, დევიდ ბარნეამაც მიიღო. მოლაპარაკებებს „ჰამასის“ წარმომადგენელი არ დასწრებია.

იტვირთბა....