ახალი ამბები მთავარი საზოგადოება უკრაინის ომი

უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის ოთხ აეროდრომს დაარტყეს

უკრაინელმა სამხედროებმა ოთხშაბათს ღამით ერთდროულად რუსეთის ოთხ სამხედრო აეროდრომს დაარტყეს – ინფორმაციას ადასტურებს უკრაინის გენერალური შტაბი.

„14 აგვისტოს ღამით, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების და სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფებმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან ერთად იერიში მიიტანეს ვორონეჟის ოთხ აეროდრომზე. რუსეთის ფედერაციის კურსკის და ნიჟნი ნოვგოროდის ოლქებში. დაზიანდა სამხედრო აეროდრომები – „ხალინო“, „სავასლეიკა“, „ბორისოგლებსკი“ და „ბალტიმორი“, – ნათქვამია გენშტაბის ანგარიშში.

გენერალური შტაბის ცნობით, აეროდრომებზე ბაზირებულია არმიის ავიაცია, სუ-34 გამანადგურებელი ბომბდამშენი, სუ-35 გამანადგურებელი და სხვა სამხედრო თვითმფრინავები.

„მთავარი სამიზნე იყო საწვავის და საპოხი მასალების საწყობები და თვითმფრინავების იარაღი. თავდასხმის შედეგები ზუსტდება“, – დასძინა გენერალურმა შტაბმა.

იტვირთბა....