ბერლინში, ლტოლვილთა ცენტრზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა – ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა მარცანის რაიონში მოხდა, სადაც, 21 წლის ახალგაზრდამ ხალხს დაზიანება ცივი იარაღით მიაყენა.
პოლიციამ ის უკვე დააკავა. დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პოლიცია ამბობს, რომ წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა, სავარაუდოდ, შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.