ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კობახიძემ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა

პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი, მამუკა ჯანგულაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამისი ბრძანება კობახიძემ დღეს გამოსცა.

ამ დროისთვის უცნობია, რას უკავშირდება ეს გადაწყვეტილება, თუმცა ცნობილია ის, რომ ჯანგულაშვილი ოთარ ფარცხალაძესთან დაახლოებული პირია.

“მთავარი არხმა” ამის შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის 20 ივნისს გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ჯანგულაშვილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის პოსტს 2021 წლის მარტიდან იკავებდა.

იტვირთბა....