ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

იუსტიციის სახლთან საფეხმავლო ხიდის დემონტაჟი მიმდინარეობს

თბილისში, იუსტიციის სახლთან, საფეხმავლო ხიდის დემონტაჟი მიმდინარეობს.

გადასასვლელის დანგრევის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის მერიამ ჯერ კიდევ მარტში დაანონსა და მიზეზად კახა კალაძემ ტექნიკური გაუმართაობა დაასახელა.

კახა კალაძის განმარტებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ქვეითთა გადასასვლელები და შუქნიშნებია მოწყობილი, ხიდი კი უფუნქციო გახდა.

მოსახლეობის ნაწილი ამის წინააღმდეგია და ამბობს, რომ ის “ძალიან კომფორტული გადასასვლელი იყო…”

იტვირთბა....