ჰელსინკის კომისიის განცხადებით, ქართული ოცნება ოპოზიციის შემავიწროვებელ ოპერაციებს შავი ფულითა და თაღლითური ქოლცენტრების სქემით აფინანსებს.
კომისია ასევე მოუწოდებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს, გამოიძიოს აღნიშნული ფაქტი.
“ქართული ოცნება შავი ფულითა და ქოლცენტრების თაღლითური სქემით ცდილობს დააფინანსოს მისი ოპერაციები ოპოზიციის შესავიწროვებლად.
სახელმწიფო დეპარტამენტმა აუცილებლად უნდა გამოიძიოს, ვინ დგას ამ ქოლცენტრების უკან, რომლებიც აფინანსებენ ქართული ოცნების ანტი-დემოკრატიულ კამპანიას ქართველი ხალხის წინააღმდეგ” – წერს ჰელსინკის კომისიის ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელ X-ში.