ათენის მახლობლად ძლიერი ხანძარია – საბერძნეთის ატიკის მხარეში ტყის ხანძრის გამო, მოსახლეობამ დატოვა ათენიდან დაახლოებით 35 კილომეტრში მდებარე ქალაქი ვარნავასი.
ტყის ხანძარს, სულ მცირე, ერთი ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
სახანძრო სამსახურების ცნობით, გარდაცვლილის ცხედარი ვრილისიის გარეუბანში, ერთ-ერთ დამწვარ შენობაში იპოვეს.