ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კოალიციას ძლიერი საქართველო პარტია მოქალაქეები ოფიციალურად შეუერთდა

კოალიციას “ძლიერი საქართველო” პარტია მოქალაქეები შეუერთდა. ამის შესახებ კოალიციის ლიდერებმა განაცხადეს და პარტიის ლიდერი ალეკო ელისაშვილი წარადგინეს.

ახლა კოალიციაში გაერთიანებული არიან ლელო საქართველოსთვის, ანა დოლიძის პარტია ხალხისთვის, პარტია მოქალაქეები და ლევან ცუცქირიძის პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლების მოედანი.

“ახლა იმის დროა, რომ ერთ მუშტად შევიკრათ 26 ოქტომბერს და ამათ ვაჩვენოთ, მართლა ვისია საქართველო. ამიტომ ვდგავარ აქ”- თქვა ალეკო ელისაშვილმა.

იტვირთბა....