ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კურსკის გუბერნატორი ამბობს, რომ უკრაინას ოლქის 28 სოფელი აქვს დაკავებული

კურსკის გუბერნატორის, ალექსეი სმირნოვის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ოლქის 28 სოფელი აქვს დაკავებული. ამის შესახებ მან პუტინთან თათბირისას თქვა.

სმირნოვი ამბობს, რომ რეგიონში კვლავ რთული სიტუაციაა. იგი ამტკიცებს, რომ უკრაინელები კურსკის ოლქში 12 კილომეტრზე არიან შეჭრილები, ფრონტი კი 40 კილომეტრზეა გაშლილი. მისივე თქმით, უკრაინელების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსეთის 2 000 მოქალაქე რჩება.

იტვირთბა....