პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს, შესაბამისად, მისი თქმით, კოალიცია „ცვლილებებისთვის” ერთ-ერთ ლიდერზე, ნიკა მელიაზე თავდასხმა, მიუღებელია.
“პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიან გარემოში. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი ინციდენტი მიუღებელია. ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავოს ასეთი აქტებისგან. არჩევნები საქართველოში უნდა ჩატარდეს მშვიდობიან გარემოში. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით კი, მმართველი ძალისთვის” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.