ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

საბერძნეთის ხელისუფლებამ, ტყის ხანძრის გამო, ათასობით ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გასცა

ათენის მახლობლად ძლიერი ხანძარია – საბერძნეთის ატიკის მხარეში ტყის ხანძრის გამო, მოსახლეობამ დატოვა ათენიდან დაახლოებით 35 კილომეტრში მდებარე ქალაქი ვარნავასი.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 400-ზე მეტი მეხანძრე, 16 სახანძრო თვითმფრინავით და 13 ვერტმფრენი იყო ჩართული. ცეცხლმა სოფელ ვარნავასს მიაღწია, რომელიც ათენის ჩრდილოეთით 35 კმ-ში მდებარეობს.

მედიის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ ათენის მახლობლად მდებარე ისტორიული ქალაქის, მარათონის ევაკუაციის ბრძანება გასცა და ქალაქის 30 000-ზე მეტი მცხოვრები ზღვისპირა ქალაქ ნეა მაკრისში გადაიყვანეს.

იტვირთბა....