ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სამტრედიაში ნიკა მელიას თავს დაესხნენ

“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას, სამტრედიაში თავს დაესხნენ.

ნიკა მელია პარტიის ოფისის გახსნის შემდეგ მედიის შეკითხვებს პასუხობდა, რა დროსაც მასთან ახალგაზრდა მამაკაცი მივარდა, სახის არეში დაარტყა და შეაგინა, მომხდარს ხმაური მოყვა.

თანმხლები პირები სიტუაციის განმუხტვას ცდილობდნენ, თავდამსხმელმა კი მოპირდაპირე მხარეს შენობაში შესვლა მოასწრო.

იტვირთბა....