შინდისის ტრაგედიიდან დღეს 16 წელი შესრულდა. 2008 წლის 11 აგვისტოს, რკინიზგის სადგურთან მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეული რუსეთის 53-ე არმიის პირისპირ აღმოჩნდა.
ქართველ ჯარისკაცებს საბრძოლო მასალა ამოეწურათ. დაჭრილმა მებრძოლებმა ტყვედ ჩაბარებას სიკვდილი არჩიეს და ერთადერთი შემორჩენილი ყუმბარით თავი აიფეთქეს. შინდისთან უთანასწორო ბრძოლას 17 ქართველი გმირი შეეწირა.
1. ალექსანდრე ონიანი;
2. ემზარ წილოსანი;
3. ვეფხვია ჯიშკარიანი;
4. ზვიად კაცაძე;
5. თეიმურაზ ბერიძე;
6. ილია გაბუნია;
7. ილია შეყლაშვილი;
8. ირაკლი ჯანელიძე;
9. კახა კოშაძე;
10. ლევან მელქაძე;
11. მარლენ ბარამია;
12. მიხეილ დვალიშვილი;
13. ნიკოლოზ ფორჩხიძე;
14. რომან ზოიძე;
15. რუსლან წულაძე;
16. ფელიქს კაკაურიძე;
17. შმაგი კუპატაძე;