უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსულმა ძალებმა კიევზე თავდასხმისას, წინასწარი ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეული რაკეტა გამოიყენეს და ეს იყო მორიგი მიზანმიმართული ტერაქტი უკრაინის წინააღმდეგ.
“წუხელ, კიევის ოლქში, სამწუხაროდ, მამა და პატარა ვაჟი გარდაიცვალნენ – ბავშვი ოთხი წლის იყო. ვუსამძიმრებ ოჯახს და მეგობრებს. დაშავდა კიდევ სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, 12 წლის ბიჭი“ – აღნიშნა ზელენსკიმ.