იმედგაცრუება გამოიწვია, რომ პრემიერ-მინისტრმა არ გააკეთა რაიმე შემოთავაზება, რაც მას და მის ადმინისტრაციას სურს გააკეთოს ამერიკასთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, – ამის შესახებ სენატორმა ჯინ შაჰინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
“იმედგაცრუება გამოიწვია, რომ პრემიერ-მინისტრმა არ გააკეთა რაიმე შემოთავაზება, რაც მას და მის ადმინისტრაციას სურს გააკეტოს ამერიკასთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. ვისაუბრეთ მთელ რიგ წუხილზე რომელიც ჩვენ გვაქვს, თუნდაც იმ განცხადებაზე, რომ თითქოს ამერიკა საქართველოში გადატრიალებას გეგმავდა, რაც აბსოლუტური სიცრუეა. იმედი მაქვს, რომ პრემიერ-მინისტრი და მისი მთავრობა შეხედავენ და გადადგამენ იმ ნაბიჯებს, რომლის გაკეთებაც შეუძლიათ მათ მომავალში იმისთვის, რომ განაგრძონ ურთიერთობების გაუმჯობესება, რომელიც საქართველოსთან 30 წლის განმავლობაში გვქონდა. აშშ-ს ინვესტიცია აქვს გაკეთებული, მხარდაჭერას უწევდა საქართველოს, მონაწილეობდა სკოლების აღდგენაში. ჩვენ საქართველოს დემოკრატიულ მიზნებს, ეკონომიკის განვითარებას, საქართველოს მოქალაქეებს და მათ სურვილებს ვუჭერდით მხარს. იმედგაცრუებას იწვევს, რომ პრემიერ-მინისტრი არ არის დაინტერესებული ან არ ჩანს, რომ დაინტერესებულია ამ ურთიერთობების გაგრძელებით“ – აღნიშნა ჯინ შაჰინმა.