რუსეთის ხელისუფლებამ სამ ოლქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი დააწესა – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა „რია-ნოვოსტი“ ავრცელებს.
კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი რუსეთის ხელისუფლებამ დღეს ღამით, ბრიანსკის, კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში დააწესა.
„ბრიანსკის ოლქში დივერსიული და ტერორისტული საფრთხეების დონის გაზრდის გამო კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი იქნა შემოღებული“, – წერს რუსული გამოცემა.
წყარო: interpressnews.ge