აშშ უკრაინას 125 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.
პენტაგონის ცნობით, პაკეტი მოიცავს რაკეტებს „სტინგერისა“ და „ჰაიმარსისთვის“, ჭურვებს, ტანკსაწინააღმდეგო მართვად რაკეტებს, „ჯაველინისა“ და „ატ-4“-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსებს, სამედიცინო დახმარების ჯავშნიან მანქანებს.
29 ივლისს, აშშ-მა უკრაინისთვის ორი სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადა, რომელთა საერთო ღირებულება 1,4 მილიარდი დოლარია.