აშშ-ს ხელისუფლებას ივანიშვილის დასანქცირებაზე მივმართეთ – ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
“დღეს ჩვენ აშშ-ს პრეზიდენტს, კონგრესსა და სახელმწიფო დეპარტამენტს დასაბუთებული მიმართვა გავუგზავნეთ, რომ სანქციების დაწესება, რაც ქართველი ხალხისთვის უდიდესი თანადგომაა, გაგრძელდეს და პირადად ბიძინა ივანიშვილით დაგვირგვინდეს და არა, პირველ ეტაპზე, მისი გარემოცვით. რეჟიმის სათავე უნდა დაინგრეს და შემდეგ, დანაშაულებრივი სისტემა ჩამოიშლება. ეს რომ მოხდეს, ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების დაუყონებლივ სანქცირებაა საჭირო.
თუ ამ რეჟიმის დანაშაულებრივი სისტემის შემოქმედსა და ავტორს, ბიძინა ივანიშვილს არჩევნებამდე პერსონალური სანქციების გარეშე დავტოვებთ, მაშინ შედეგები არცთუ სასიამოვნო იქნება და არცთუისე იოლად გამოვალთ კრიზისიდან და მოვიშორებთ ამ საშინელებას” – აღნიშნა მან.