ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“რუსეთმა დაიწყო ომი ჩვენს მიწაზე და ახლა უნდა იგრძნოს, რა გააკეთა” – ზელენსკი კურსკზე

“რუსეთმა დაიწყო ომი ჩვენს მიწაზე და ახლა უნდა იგრძნოს, რა გააკეთა” – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელესნკიმ კურსკის ოლქში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

“დღეს მთავარსარდალი [ოლეკსანდრ] სირსკისგან უკვე სამი შეტყობინება მივიღეთ – პროდუქტიული შეტყობინებები, სწორედ ისეთი, როგორიც ჩვენს ქვეყანას ახლა სჭირდება. მე მადლიერი ვარ ყოველი მებრძოლის, ყოველი სამხედროსი და მეთაურის, რომლებიც უკრაინის პოზიციების დაცვას უზრუნველყოფენ და ჩვენს თავდაცვით ამოცანებს ასრულებენ. უკრაინელებმა უკვე იციან, როგორ მიაღწიონ მიზნებს. მიზნების მიღწევა ომში ჩვენი არჩევანი არ ყოფილა. რუსეთმა დაიწყო ომი ჩვენს მიწაზე და ახლა უნდა იგრძნოს, თუ რა გააკეთა. ჩვენ ვისწრაფვით, რომ მიზნებს მშვიდობიან პირობებში, რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ. და ეს მოხდება” – განაცხადა მან.

იტვირთბა....