ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ტრამპისა და ჰარისის დებატები 10 სექტემბერს ABC-ის ეთერში გაიმართება

კამალა ჰარისი და დონალდ ტრამპი შეთანხმდნენ, რომ საპრეზიდენტო დებატები 10 სექტემბერს „ეიბისის“ ეთერში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „ეიბისი“ ავრცელებს.

ამას წინ უძღოდა ფლორიდაში გამართულ პრესკონფერენციაზე ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება, რომ სექტემბერში ჰარისთან სამი დებატის გამართვაზეა თანახმა.

ცნობისთვის, ივნისის ბოლოს დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის დებატები გაიმართა, რომელიც მოქმედი პრეზიდენტისთვის წარმატებული არ აღმოჩნდა.

იტვირთბა....