ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კურსკში, რილსკის რაიონში, ნებაყოფლობითი ევაკუაცია გამოცხადდა

კურსკის ოლქის რილსკის რაიონში ნებაყოფლობითი ევაკუაცია გამოცხადდა, – ამის შესახებ რუსული მედია რილსკის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ანდრეი ბელოუსოვზე დაყრდნობით წერს.

“რეგიონის მოსახლოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კურსკის რეგიონის ხელმძღვანელობამ რეგიონის სასაზღვრო რაიონებიდან ნებაყოფლობითი ევაკუაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მოქალაქეებს შეუძლიათ გამოვიდნენ პირადი ტრანსპორტით, ასევე ავტობუსებით, რომლებსაც რილსკის რაიონის ხელმძღვანელობა მიაწვდის”, – დაწერა მან.

მისივე თქმით, რეგიონის უსაფრთხო რაიონებში სასაზღვრო ტერიტორიებიდან ევაკუირებული მოქალაქეებისთვის დროებითი განლაგების პუნქტებია მოწყობილი.

იტვირთბა....