რუსეთში, რუსეთისა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ბალერინას, ქსენია კარელინას, რომელმაც უკრაინულ საქველმოქმედო ფონდში 50 დოლარი გადარიცხა, 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება – მის წინააღმდეგ საქმე სახელმწიფო ღალატის მუხლითაა აღძრული. ქალი “დანაშაულს” აღიარებს.
პროკურორმა დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე მისთვის 15-წლიანი პატიმრობა მოითხოვა.
მომდევნო სასამართლო სხდომა 15 აგვისტოსაა ჩანიშნული – სწორედ ამ დღეს გაირკვევა, დააკმაყოფილებს თუ არა მოსამართლე პროკურორის მოთხოვნას.
ცნობისთვის, 33 წლის ქსენია კარელინა 2024 წლის თებერვალში, ქალაქ ეკატერინბურგში დააკავეს.