ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პუტინის გადაწყვეტილებით, ადამიანები, რომლებმაც კურსკში სახლები დატოვეს, 10 000 რუბლს მიიღებენ

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, ადამიანები, რომლებმაც კურსკის ოლქში სახლები დატოვეს, 10 000 რუბლს (312 ლარს) მიიღებენ.რუსული პროპაგანდისტული მედია წერს, რომ ამის შესახებ პუტინმა კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელთან ონლაინ თათბირზე თქვა.

“ჩვენ ვესაუბრეთ პრემიერმინისტრს… ვთვლით, რომ უნდა გადაწყვიტოთ და ერთჯერადად გადაიხადოთ 10 ათასი რუბლი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ეს სჭირდებათ”, – თქვა პუტინმა.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში, კურსკის ოლქში სამი დასახლება დაიკავეს. ტელეგრამარხების ცნობით, კურსკის ოლქში, საერთო ჯამში, 400 უკრაინელი სამხედროა შეჭრილი. კიდევ 2 000 უკრაინელი ჯარისკაცი კი განლაგებულია საზღვრის სიახლოვეს.

შვიდი აგვისტოს ღამით უკრაინულმა დრონებმა ორჯერ მიიტანეს შეტევა ქალაქ სუჯის სიახლოვეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში დღეს გაკეთებული განცხადებით, რუსმა სამხედროებმა კურსკის ოლქის სიღრმეში უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა შეაჩერეს.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დღეს განაცხადა, რომ კურსკის ოლქში უკრაინის შეჭრა დიდ პროვოკაციას წარმოადგენს.ვ

იტვირთბა....